Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრიფონ რუხაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1910

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,პედაგოგი, მკვლევარი.

ტრიფონ რუხაძე დაიბადა 1910 წ. 18 თებერვალი. თბილისი.

1931 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1932 წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში  ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის  სპეციალობით, კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით.

27 წლის ასაკში,  1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე „ქართული ეპოსი გარდამავალი ხანის ლიტერატურაში“.

 1962 წელს  სადოქტორო დისერტაცია-„ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“.

1935 წლიდან  გარდაცვალებამდე  (1979 წ.) კითხულობდა ლექციების კურსს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეცნიერის   ძირითადი საკვლევაძიებო სფერო იყო ე.წ აღორძინების პერიოდის ქართული ლიტერატურა, ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, ქართულ-რუსული ისტორიოგრაფიის საკითხები და სხვა.

ტრიფონ რუხაძე 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის და მრავალი  სამეცნიერო სტატიების ავტორია.

ბიბლიოგრაფია

ქართული ეპოსი გარდამავალი ხანის ლიტერატურაში“ (1939 წ.),

ქართველები რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში“ (1942 წ.),

ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია (1949 წ.) I გამოცემა, 2011 წ. II გამოცემა.

ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან“ (1954 წ.),

ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“ (1963 წ.)

 

თარიღი: 16/02/2026
კატეგორია: ფილოლოგი